Sunday, April 17, 2016
მეცხრე დღე
გავიხსენეთ ფოტოს გასარჟება. წარვადგინეთ პროექტის პრეზენტაციები. დავიმსახურეთ სერთიფიკატები. გადავიღეთ სამახსოვრო სურათები. ძალიან შრომატევადი იყო ჩვენი ტრენინგდღეები, საინტერესო და სახალისო. დიდი მადლობა ჩვენს ტრენერს ბატონ დავით ნოზაძეს.
Saturday, April 16, 2016
მერვე დღე
ძალიან საინტერესო საკითხები განვიხილეთ.ვისწავლეთ როგორ გადმოვწეროთ იუთუბიდან ვიდეო, როგორ გადავთარგმნოთ ტექსტი, როგორ გავაშარჟოთ სურათი, როგორ შევქმნათ ანიმაციური სურათები და სხვა.
Sunday, April 10, 2016
მეშვიდე დღე
დღეს ვისწავლეთ თუ როგორ უნდა გავაკეთოთ და შევავსოთ კითხვარი(გუგლ-დრაივის ფორმები). როგორ მივამაგროთ ბლოგზე კითხვარის ლინკი. ასევე ვისწავლეთ ტექსტის, განცხადების, სურათის და ვიდეოს ბლოგზე დადება-წაშლა.
Saturday, April 9, 2016
მეექვსე დღე
გავეცანით ვირტუალური მახსოვრობის ბლოკს დრაივს, ვისწავლეთ დრაივში მუშაობა. გავიხსენეთ ადრე ნასწავლი. მადლობა ბატონ დავითს.
Sunday, April 3, 2016
მეხუთე დღე
დღევანდელი დღე საკითხთა სიუხვით გამოირჩეოდა. ვისწავლეთ პორთფოლიოს შევსების რუბრიკა, უკუკავშირის მიცემის მეთოდები, შეფასების დაგეგმვა, განმავითარებელი თვითშეფასება, შეფასების დაგეგმვის ცხრილი, შეფასების გეგმის ჩეკლისტი.
Saturday, April 2, 2016
მეოთხე დღე
დღეს ვისწავლეთ როგორ შეიძლება ამოვჭრათ ტექსტი, სურათი. გავეცანით საავტორო უფლებების დაცვის მექანიზმს. დღევანდელი დღეც ძალიან საინტერესო ოყი.
Sunday, March 20, 2016
დღე მესამე
დღევანდელი მეცადინეობაც საინტერესო იყო. ვისწავლეთ საინფორმაციო პლაკატის, ბროშურის, სიგელის, ბუკლეტის და სერთიფიკატის შექმნა. დღითი-დღე რთულდება დავალებები. იმედია გავართმევ თავს.
Saturday, March 19, 2016
Friday, March 18, 2016
Subscribe to:
Posts (Atom)