Sunday, April 17, 2016

მეცხრე დღე

გავიხსენეთ ფოტოს გასარჟება. წარვადგინეთ პროექტის პრეზენტაციები. დავიმსახურეთ სერთიფიკატები. გადავიღეთ სამახსოვრო სურათები. ძალიან შრომატევადი იყო ჩვენი ტრენინგდღეები, საინტერესო და სახალისო. დიდი მადლობა ჩვენს ტრენერს  ბატონ დავით ნოზაძეს.

Saturday, April 16, 2016

მერვე დღე

ძალიან  საინტერესო საკითხები განვიხილეთ.ვისწავლეთ როგორ გადმოვწეროთ იუთუბიდან ვიდეო, როგორ გადავთარგმნოთ ტექსტი, როგორ გავაშარჟოთ სურათი, როგორ შევქმნათ ანიმაციური სურათები და სხვა.

Sunday, April 10, 2016

მეშვიდე დღე

დღეს ვისწავლეთ თუ როგორ უნდა გავაკეთოთ და შევავსოთ კითხვარი(გუგლ-დრაივის ფორმები). როგორ მივამაგროთ ბლოგზე კითხვარის ლინკი. ასევე ვისწავლეთ ტექსტის, განცხადების, სურათის და ვიდეოს ბლოგზე დადება-წაშლა.

Saturday, April 9, 2016

მეექვსე დღე

გავეცანით ვირტუალური მახსოვრობის ბლოკს დრაივს, ვისწავლეთ დრაივში მუშაობა. გავიხსენეთ ადრე ნასწავლი. მადლობა ბატონ დავითს.

Sunday, April 3, 2016

მეხუთე დღე

დღევანდელი დღე საკითხთა სიუხვით გამოირჩეოდა. ვისწავლეთ პორთფოლიოს შევსების რუბრიკა, უკუკავშირის მიცემის მეთოდები, შეფასების დაგეგმვა, განმავითარებელი თვითშეფასება, შეფასების დაგეგმვის ცხრილი, შეფასების გეგმის ჩეკლისტი.

Saturday, April 2, 2016

მეოთხე დღე

დღეს ვისწავლეთ როგორ შეიძლება ამოვჭრათ ტექსტი, სურათი.  გავეცანით  საავტორო უფლებების დაცვის მექანიზმს. დღევანდელი დღეც ძალიან საინტერესო ოყი.

Sunday, March 20, 2016

დღე მესამე

 დღევანდელი მეცადინეობაც საინტერესო იყო. ვისწავლეთ საინფორმაციო პლაკატის, ბროშურის, სიგელის, ბუკლეტის და სერთიფიკატის შექმნა. დღითი-დღე რთულდება დავალებები. იმედია გავართმევ თავს.